სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მეუღლესთან მაკა სოხაძესთან ერთად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა.
იმერეთის გუბერნატორმა და შშმ პირებმა ქუთაისის მე–17 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მშობლების მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი ნახეს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა. ასევე, მხარის რწმუნებული დღის ცენტრში ,,ჯადოსნური სამყარო“ არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახები დაათვალიერა.
,, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს და მე მათთან სამეგობროდ მოვედი. ეს ბავშვები ყველაზე გულწრფელი და თბილი ადამიანები არიან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, სწორედ ამიტომ იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შშმ პირების დღის ცენტრები გავხსენით და ბავშვები უფრო მეტად დავაახლოვეთ ერთმანეთს“–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აღინიშნება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |