სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროფესიის მქონე ადამიანებს, ჟურნალისტებს, გილოცავთ თქვენს დღეს. ეს პროფესია მრავალმხრივ ცოდნას, გამოცდილებასა და დიდ შრომას მოითხოვს. შემთხვევითი არაა, რომ მედიას “მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რაც ჟურნალისტიკის ძალაზე მიუთითებს. საზოგადოება ყოველდღიურად სწორედ თქვენი მეშვეობით იგებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად სასიამოვნო მისიაა. ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტურობის შენარჩუნება და პირადი ინტერესებისგან გათავისუფლებაა, მხოლოდ ასე მიიღება ნამდვილი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც რაიმე სახის ღირებულება გააჩნია.
მე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მისწრაფებას ჭეშმარიტების დადგენისკენ. ასევე, მადლობა იმისათვის რომ არ გვაძლევთ მოდუნების საშუალებას და გვაძლევთ სტიმულს, რომ ჩვენი საქმე უფრო ეფექტიანად, ნაკლები შეცდომებით ვაკეთოთ.
წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასევე, ერთგულ და დიდ აუდიტორიას, ბევრ ექსკლუზივსა და ჯანსაღ გარემოში საქმიანობას გისურვებთ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალი სიტყვის თქმით, ხელს შევუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |