სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში "დავითობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჩოხოსნებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. პატივგების ცერემონიას მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებიც ესწრებოდნენ.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, გელათის სამონასტრო კომპლექში საზეიმო წირვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ, აღავლინა.
იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა გელათში მეფე დავით მეოთხის საფლავი გვირვინით შეამკეს და ახალბედა ჩოხოსნების კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ.
მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა გელათის აკადემიაში გამოფენილი ქუთაისელი კალიგრაფებისა და მხატვრების მიერ გადაწერილი „გალობანი სინანულისანი" დაათვალიერეს და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სულხან კუპრაშვილის, მიერ წაკითხულ ლექციას მოუსმინეს, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში არსებულ ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს ასახავდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |