სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და მთელს შემოქმედებით კოლექტივს გილოცავთ თოჯინების თეატრის საერთაშორისო დღეს ! გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, მრავალფეროვან და საინტერესო სპექტაკლებს და რაც მთავარია ბევრ პატარა მაყურებელს. თქვენ უკვე 70 წელია ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს, მომავალი თაობის სწორ აღზრდა–განვითარებას ემსახურებით. დიდ მადლობას გიხდით ამ ღვაწლისა და თავდადებისთვის.
ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 1946 წელს შეიქმნა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’ 1946 წლის 31 დეკემბერს გაიმართა. თოჯინების სახეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს საქართველოში, ის ძირითადად არსებობდა, როგორც საკულტო-რელიგიური ფენომენი და სახალხო სანახაობა. თანამედროვე ქართული თოჯინური ხელოვნება ხალხური საწყისიდან მომდინარეობს. თეატრში დღემდეა შემონახული განსაკუთრებული ოსტატობით წლების განმავლობაში შექმნილი თოჯინური სახეები.
გივი ჭიჭინაძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |