სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ნარჩენების მართვაზე, გარემოს დაბინძურების რისკებსა და მოგვარების გზებზე იმსჯელეს. იმერეთის გუბერნატორმა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლებს რეგიონში არსებული მდგომარეობა გააცნო. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით კი შეხვედრაგაიმართა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბანერები დაიდგა წარწერით "სუფთა გარემო ჩვენი ღირსების საქმეა – ნუ დაანაგვიანებთ !". აღნიშნული აქცია პროექტ "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში გაიმართა. პროექტიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების” ინიციატივითა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |