სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს აწსუ – ს კავშირების გაღრმავებას იმერეთის რეგიონის საჯარო, არასაჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
ურთიერთთნამშრომლობის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საშუალება მიეცემათ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობებში სტაჟირება გაიარონ. მიღებული პრაქტიკული გამოცდილება კი მომავალში კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივას გაზრდის.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |