სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრი ამოქმედდა. ახლად აშენებული ობიექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი ცენტრი დიდ ჯიხაიშში მცხოვრებ 4 500 – ზე მეტ მომხმარებელს და მიმდებარე სოფლის მოსახლეობას მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციების აპარატურა. აქვე განთავსებულია ელქტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. დიდი ჯიხაიშის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. დღესვე, ცენტრში ადგილობრივი წყვილის – დავით კოხრეიძისა და ინგა ხარაიშვილის ქორწინება დარეგისტრირდა.
მინისტრმა სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენაც დაათვალიერებინა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |