სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა რეგიონის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით გორდელაძე ესწრებოდნენ.
მხარეები ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ასევე, იმ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, სადაც მათი ჩართულობაა საჭირო.
აღნიშნული შეხვედრის მიზანს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაგეგმილ აქტივობებში რეგიონების მონაწილეობის დონის გაზრდა წარმოადგენს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |