სიახლეები

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა

6 მარტი, 2016

ქუთაისში მეეზოვის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქის მერი შოთა მურღულია და ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" – ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სპეციალური ტექნიკა იყო წარმოდგენილი და ასევე, "სპეციალური სერვისები"-ს მიერ გაწეული საქმინობის ამსახველი ფოტოკოლაჟი გამოიფინა. მეეზოვეებს პროფესიული დღე სხვა პროფესიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

დღესვე, ქალაქის სისუფთავეზე მზრუნველები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ და საჩუქრები გადაეცათ.