სიახლეები

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა

1 მარტი, 2016

ბაღდათის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი სკოლამდელი დაწესებულება შეემატა. რაიონში რიგით მე–15 საბავშვო ბაგა–ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ გახსნეს. 

თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობისთვის 350 ათასი ლარი დაიხარჯა და იგი 200–მდე ბავშვზეა გათვლილი.

ბაღდათში 2016 წელს 5 ახალი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.