სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
რეგიონული თათბირი ზესტაფონში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასვლითი რეგიონული თათბირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა შ.პ.ს. „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვის-ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოებსა და ხვნა-თესვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა ასევე, იმერეთის სატყეო სააგენტოსგან ხეების განაშენიანების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა კი ბრიუსელში საქმიანი ვიზიტის დროს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.
დღესვე, გიორგი დვალიშვილმა იმერეთის ტურისტული გზამკვლევის პროექტის პრეზენტაცია გამართა და გამგებლებთან ერთად რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელა. შეხვედრის ბოლოს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგეობებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |