სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით ახალი ,,ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო–რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
,,ტყის კოდექსით“ განისაზღვრება სატყეო–სამართლებრივი ურთიერთობების ახლებური მიდგომები. იცვლება ტყის დეფინიცია, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული განმარტების საფუძველზე ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. ტყის მართვის ორგანოს დაუბრუნდება მეურნეობის ფუნქცია, დადგინდება ტყითსარგებლობის ახალი სახეები და შესაბამისი პროცედურები. ახალი კოდექსი არ ითვალისწინებს ხე-ტყის დამზადების ახალი ლიცენზიების გაცემას. დადგინდება ტყის საზღვრების დადგენის და ე.წ. "ამორიცხვის" საკითხების დარეგულირების ახალი წესები.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |