სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ადგილზე გაეცნო. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი, ხოლო მხარდამჭერი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები იმერეთის რეგიონში უკვე ჩაუტარდათ საჩხერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, აქცია მომავალშიც გაგრძელდება და მხარის ყველა რაიონს მოიცავს. პროექტის მიზანს რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.
დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი იმერეთის გუბერნიასთან ერთად კიდევ ერთ პროექტს "ჯანსაღი იმერეთი" ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც კომპეტენტური მედ პერსონალი საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების ოჯახის ექიმებს ონლაინ კონსულტაციებს გაუწევს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |