სიახლეები

ქუთაისში წლის წარმატებული მეწარმეები დაჯილდოვდნენ

20 თებერვალი, 2016

ქუთაისში "წლის ბიზნესი 2015"-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქის მერი შოთა მურღულია, პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

აღნიშნული ტიპის კონკურსი ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის პირველად ჩატარდა. მის მიზანს წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისება წარმოადგენდა.

კონკურში მონაწილეობა 42-მა კომპანიამ მიიღო და 12 ნომინაცია გამოვლინდა. გამარჯვებულები სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.