სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები იყვნენ: იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების გამგებლები, სამედიცინო დაწეებულებების ხელმძღვანელები, სამეანო და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელები და ანტენატალური სერვისების მიმწოდებლები (ექიმები).
პერინატალური რეგიონალიზაციის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობისშემდგომ პერიოდში. რეგიონალიზაციის კონცეფციაში ცენტრალური ადგილი რისკების შეფასებას და მომსახურების შესაბამის დონეზე გადაყვანის შესაძლებლობას უჭირავს.
ჯანდაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაცია 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო იმერეთისა და რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის პილოტურ რეგიონებში. პროცესი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |