სიახლეები

იმერეთის ვიცე-გუბერნატორის შემაჯამებელი შეხვედრა პოლონეთში

15 თებერვალი, 2016

ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი პოლონეთში გაემგზავრა. ქალაქ ტორუნში გაიმართა ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა კუიავსკო–პომორსკის სავოივოდოს განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, მიჰაუ კოროლკოსთან და სილვია ოლეინიკთან, მარშალის მრჩეველთან გჟეგოშ ბორეკთან. მხარეებმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განხორციელებული შეხვედრებისა და ღონისძიებების შედეგები შეაჯამეს და ასევე, რეგიონებს შორის მიმდინარე წელს განსახორციელებელი აქტივობების გეგმის პროექტი მომზადდა, რომელიც მოკლე ხანში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. შეხვედრაზე სავოევოდოს მარშალისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იმერეთში ვიზიტის დეტალებიც განიხილეს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილ–მაისის თვეში შედგება.

დღესვე, ტორუნში ვიზიტად მყოფ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან სვენ არნე ჰანსენთან შედგა შეხვედრა. მან პოზიტიურად შეაფასა თბილისში მიმდინარე წელს მძლეოსნობაში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით მძლეოსნობის განვითარებისა და ხელშეწყობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სვენ არნე ჰანსენმა საქართველოში სტუმრობის სურვილიც გამოთქვა, რომლის ფარგლებშიც იმერეთის მხარეს ეწვევა, სადაც რეგიონში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნობა და აღნიშნული სფეროს მესვეურებს შეხვდება.