სიახლეები

გალერეა ''ვარლაში'' გამოფენა გაიმართა

9 თებერვალი, 2016

გალერეა "ვარლაში" იმერეთის რეგიონიდან 60 მხატვრის 107 ნამუშევრის გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

გალერეაში ნამუშევრები 10 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი და ყველა მსურველს შეეძლება მათი მონახულება. მსგავსი ტიპის აქტივობები ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში პერმანენტულად იმართება.