სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიისა და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძეს შეხვედრა.
შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაზიარება ვიცე–გუბერნატორის ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობებისა და მეორეს მხრივ საელჩოში მიმდინარე საქმიანობების შესახებ. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა იმერეთის ევრო–რეგიონებთან და ინსტიტუტებთან დაახლოების მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღეს საქართველო–ევროკავშირის შორის არსებული ურთიერთობებისა და გამოწვევების ფონზე. საელჩოს ინიციატივით დაიგეგმა შეხვედრებიბელგიის რეგიონების ფლანდრიისა და ვალონიის წარმომადგენლებთან, რომელშიც უშუალოდ საელჩოს წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული და ეს იქნება პირველი შეხვედრა ქართულ და ბელგიურ რეგიონებს შორის.
თებერვლის თვის დასაწყისში, საელჩოში დაგეგმილია ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საღამო, სადაც ვიცე–გუბერნატორთან ერთდ კუიავსკო–პომორსკის სავოივოდოს მარშალი პიოტრ ცოვბესკიც არის მიწვეული.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |