სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ევროკომისიის განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატის ოფისში (DG Education and Culture) გაიმართა. შეხვედრა საგრანტო პროგრამა " შემოქმედებითი ევროპა"–ს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებიდან საქართველოა პირველია, რომელიც ამ პროგრამაში გაერთიანდა.
„შემოქმედებითი ევროპა“ ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიო-ვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელიც 6 წლის განმავლობაში (2014-2020 წწ-ში) კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
აღნიშნული პროგრამა ასევე, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონების მიერ ერთობლივი პროექტების მომზადების შესაძლებლობასაც იძლევა.
დღესვე, კუიავსკო–პომორსკის სავოივოდოს ოფისში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი მომზადდა, რომელიც პროექტების დროულად მომზადების ვადების განსაზღვრასა და სხვა სასურველი პარტნიორების მოძიებას შეუწყობს
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |