სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში (DG NEAR) საქართელოსთან თანამშრომლობის ჯგუფის წვერებს: რაფაელა ბუდრონს და იარი ჰაპალასს შეხვდა. შეხვედრაში კუიავსკო–პომორსკის სავოივოდოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სილვია ოლეინიკ–ტუბილევიჩი და ამავე რეგიონის ბრიუსელის საინფორმაციო ოფისის ხელმძღვანელი მიეშკო მათუსიაკიც მონაწილეობდნენ.
მხარეებმა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს და ის საგრანტო კონკურსები და ფონდები განიხილეს, რომელთა მეშვეობითაც ქართულ–პოლონური და ზოგადად, ერთობლივი რეგიონთაშორისი პროექტების მომზადებაა შესაძლებელი. გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებმა ევროკავშირ–საქართველოს თანამშრომლობის სფეროში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს და რეგიონების განვითარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
ევროკავშირის მიერ სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებისათვის 2014–2017 წლებში ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში 410 მლნ. ევროა გამოყოფილი.
გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან შემდეგი სამუშაო შეხვედრა მარტის თვეში საქართველოში
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |