სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პრომეთეს მღვიმეში სიმებიანი კვარტეტის ,,სფორცანდო“ კონცერტი გაიმართა. საქართველოში პირველად, მიწის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე ,,მედეას დარბაზში’ კვარტეტის წევრებმა პოპულარული კლასიკური მელოდიები და კინომუსიკის შედევრები შეასრულეს.
კლასიკური მუსიკის საღამოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, დიპლომატიური კორპუსის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პრომეთეს მღვიმის ტურისტული ბილიკი კილომეტრნახევარზე გრძელდება და 6 ულამაზეს დარბაზს მოიცავს. მიწისქვეშა მარშრუტი ორი გასასვლელით ბოლოვდება - წყალქვეშა მდინარეზე ნავებით და საფეხმავლო გზით.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |