სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER) ოფისში პირველი შეხვედრა გაიმართა ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან. შეხვედრის მთავარ თემას იმერეთის აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები წარმოადგენდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის პროცედურები და ნაბიჯები, რაც აუცილებელად უნდა გადაიდგას აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის წარმატებულ და მიზანმიმართულ საქმიანობას ვიზა ლიბერალიზაციისა და ზოგადად, ევროპულ ინსტიტუციებთან დაახლოების საკითხებში და სრული მხარდაჭერა გამოხატა იმერეთის ერა–ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. თებერვლის თვის დასაწყისში მსგავსი ტიპის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, სადაც მხარეებს შორის დეტალების შეთანხმება მოხდება.
სექტემბრის თვეში კი დაგეგმილია ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, პრეზიდენტის დოქტორ ჰანდე ბოზატლის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია იმერეთის რეგიონსაც ეწვევა.
ევროპის რეგიონთა ასამბლეა 31 წლის წინ შეიქმნა და ის ევროპის რეგიონების ყველაზე დიდ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 300–მდე წევრს აერთიანებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |