სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს ,,იმერეთის 2015 წლის საპატიო სპორტსმენის“ წოდება მიანიჭა. ასევე, სპეციალური დიპლომი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. წარმატებული სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტების გამგებლები, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |