სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მყარი ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე უძღვებოდა. შპს “გამა კონსალტინგის” წარმომადგენელი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და დასუფთავების სამსახურის უფროსებს მყარი ნარჩენების კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ესაუბრა.
დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2016 წლიდან რეგიონები ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღიჭურვებიან. თათბირზე მხარეებმა იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო სპეც ტექნიკის მახასიათებლები განიხილეს.
რეგიონების ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღჭურვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სესხით ფინანსდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |