სიახლეები

იმერეთში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო სპექტაკლი გაიმართა

9 იანვარი, 2016

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი აღსაზრდელების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლი გაიმართა. საახალწლო სპექტაკლს ,,სათაგური" ბავშვებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და  ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრნენ.

საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, დრამატულ თეატრში მიწვეული პატარებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა და 750–მდე ბავშვს საქართველოს პარლამენტისაგან საჩუქრები დაურიგდათ.