სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ტრადიციულად ალილო 12:00 საათზე დაიწყო. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის ვიცე–მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მსვლელობის მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
მსვლელობის მონაწილეები ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. შობის მახარობლებს გზადაგზა მოსახლეობაც ხვდებოდა და ტკბილეულს გადასცემდა.შეგროვებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.
საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს მე–5 მე–6 საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია ისევ აღდგა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |