სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
150 მვტ დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა შედგა ტყიბულის მუნიციპალიტეტში. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. საზოგადოებას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება მიეცა.
,,ახალი თბოელექტროსადგური სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ენერგო უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან სადგურის ფუნქციონირება არ იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგეტიკულ საწვავზე, რაც განაპირობებს ენერგო უსაფრთხოებასა და მდგრადობას. პროექტი ქმნის ქვანახშირის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას, რომელიც დამატებით წინასწარი კვლევებით დაახლოებით 300 სამუშაო ადგილს შექმნის“-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |