სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან მთავრობის წარმომადგენლები. სამტრედიის რაიონში არსებულ ვითარებას გაეცნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია.
მესამე დღეა იმერეთის რეგიონში ელექტრომომარაგების აღდგენისა და საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი გზებიც.
იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |