სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
2015 წლის წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 36 პროფესიონალს სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კახიანმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიან ფოცხვერიამ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
,,ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ იმ ადამიანების დაფასება, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარების საქმეში. სწორედ ეს შეუქმნის მომავალ თაობებს იმის მოტივაციას, რომ მიიღონ კარგი განათლება და შემდეგ ეს ცოდნა ქვეყნის სასიკეთოდ მიმართონ“–აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |