სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეები აირჩიეს. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 5 წარმატებული ადამიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა დააჯილდოვეს.
დრამატურგს ლაშა თაბუკაშვილს, პოეტს რეზო ამაშუკელს, ლეგენდარული ,,შვიდკაცას" პირველი თაობის წარმომადგენელს ვანიკო მაჭავარიანს, გეოფიზიკოს ვახტანგ აბაშიძეს და პედაგოგს ენდი ბუაჩიძეს საპატიო მოქალაქეების წოდება შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
დღესვე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |