სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ბავშვებმა კი სტუმრებისთვის საახალწლო კონცერტი გამართეს.
,,დღეს უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ეს ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრირებულები არიან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მათზე ზრუნვა და ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ გვერდით დაუდგეთ"-აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.
აღნიშნული პანსიონი დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აღზრდასა და განათლებას ემსახურება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |