სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
საბჭოზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და ასევე, იმერეთის მუნიციპალიტეტების 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე იმსჯელეს. მხარეებმასპორტის სფეროში გასატარებელი ღონისძიებებიც განიხილეს.
დღესვე, გიორგი დვალიშვილმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით ტურისტული გზამკვლევის მომზადების პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. დაცვის პოლიციის რეგონული სამმართველოს ხელმძღვანელმა კი აღნიშნული მიმართულებით არსებული ინფორმაცია წარადგინა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო3 თვეში ერთხელ იკრიბება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |