სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა I ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ესწრებოდნენ.
კონკურსი კლასიკური მუსიკის ოთხ მიმართულებაში ჩატარდა და მის მიზანს ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელთა წარმოჩენა, მათი პროფესიული წინსვლის სტიმულირება და სახელოვნებო–სამუსიკო განათლების სფეროს ხელშეწყობა წარმოადგენს.
კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ–მასწავლებლები და ცნობილი მუსიკოს–შემსრულებლები შედიოდნენ.
კონკურსში საქართველოს მასშტაბით 88 შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს ლაურეატის წოდება მიენიჭათ, გადაეცათ დიპლომები და ფულადი პრემიები.
ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა I ეროვნული კონკურსის ერთ–ერთი მხარდამჭერი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |