სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინიციატივით ღია კარის დღე "ერთად ვიზრუნოთ წყალტუბოს მომავლისთვის" გაიმართა. ღია კარის დღეზე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ადგილობრივი ბიზნესმენები იყვნენ მოწვეულები.ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას იმერეთის გუბერნატორმა წყალტუბოს პოტენციალი გააცნო და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტის გამებელმა კი პრეზენტაცია გააკეთა, სადაც ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო წარმოდგენილი.
დღესვე, მოწვეულ სტუმრებს რეაბილიტირებული წყალტუბოს ამსახველი ფოტოგამოფენის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა და ქალაქის ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი მოწესრიგდა. ამჯერად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს. კურორტის განვითარების გეგმის ფარგლებში მსგავსი ტიპის ბიზნეს ფორუმები მომავალშც გაიმართება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |