სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პირველი ცენტრი ამოქმედდა. ახალი დაწესებულება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ და გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ინოვაციების ცენტრი ხარაგაულის ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა და მოსახლეობას მრავალპროფილიან მომსახურებას გაუწევს. ადგილობრივებს ცენტრში როგორც მუშაობის, ასევე შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვის საშუალება ექნებათ. მნიშვნელოვანია წვდომა ისეთ ტექნიკასთან, როგორიც 3D პრინტერია. ყველა მომხმარებელს კონსულტაციას გადამზადებული ტრენერები გაუწევენ. მათ შეეძლებათ სწორად ჩამოაყალიბონ იდეა, შექმნან ახალი ინოვაციური პროექტები და განავითარონ ეს სფერო ქვეყანაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ინოვაციების ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობისთვის 38 000 ლარი გამოყო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი საზოგადოებრივი ცენტრის სარემონტო სამუშოები დაფინანსდა. საქართველოში მსგავსი ტიპის 500 ცენტრის გახსნა იგეგმება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |