სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ ებრაელ თანაქალაქელებს ხანუქას – მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის – დღესასწაული მიულოცა. დღესასწაულისადმი მიძღვნილი ცერემონია გაპონოვის ქუჩაზე მდებარე სინაგოგაში გაიმართა. პაატა ნადირაძემ 8 სანთლის დანთების რიტუალშიც მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
"ებრაელ და ქართველ ხალხს თანაცხოვრებისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. მიხარია რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები და ვიზიარებ ამ სიხარულს. ხანუქობა სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეა, რაც მას განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მშვიდობასა და სულერ სიძლიერეს გისურვებთ". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.
ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |