სიახლეები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში

11 დეკემბერი, 2015

ჭიათურის მუნიციაპლიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სულხან მახათაძემ დამსწრე საზოგადოებას 2013 – 2015 წლებში სხვადასხვა სფეროებში არსებული მიღწევები გააცნო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტში 12 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის აღსანიშნავია შიდა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ჩატარებული მასშტაბური სამუშაოები. ადგილობრივი ბიუჯეტი ბოლო წლებში უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებული გახდა, ფინანსები აღნიშნული მიმართულებით ორჯერ გაიზარდა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 20–მდე სოციალური პროგრამა მოქმედებს.

ჭიათურის გამგებელმა სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაგირო გზების მშენებლობა, რომელშიც 13 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება. მომავალი წლის სექტემბერში ჭიათურას ახალი, თანამედროვე ტიპის ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბაგიროები ექნება. ასევე, დაგეგმილია წყალმომარაგების გრანდიოზული პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქის მასშტაბით მოძველებული ქსელის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს და წყალმომარაგების პრობლემას მთლიანად მოხსნის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნითაც, მუნიციპალიტეტში 40 საწოლიანი საავადმყოფო აშენდება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მომავალ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტი განხორციელდება – კაცხისმონასტრისმიმდებარეტერიტორიაზეკულტურულიმემკვიდრეობისზონა კეთილმოეწყობა.