სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა ვეტერან რაგბისტს იუბილე მიულოცა

9 დეკემბერი, 2015

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ „აია“-ს ვეტერან მორაგბეს, თენგის ტურაბელიძეს, 55 წლის იუბილე მიულოცეს. თენგიზ ტურაბელიძე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია რაგბსა და ლელობურთში ასევე, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორსტსმენია.

იმერეთის გუბერნატორმა შეხვედრაზე რაგბის, როგორც გამორჩეული სპორტის სახეობის პოპულარიზაციის გაზრდის მნიშვნელობასა და აღნიშნული მიმართულებით სამხარეო ადმინისტრაციის მაქსიმალურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრის ბოლოს ვეტერან მორაგბეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქრები გადაეცა.