სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, ავანგარდისა და ავტოქარხნის დასახლებებში, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
საბავშვო ბაღები 140 ბავშვზეა გათვლილი და მათში 6 ჯგუფი იფუნქციონირებს. სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 946 542 ლარი დაიხარჯა.
ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში სრულად მოეწყო შიდა ინტერიერი და ეზოების ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა.
იმერეთში მიმდინარე წელი საბავშვო ბაღების წლად არის გამოცხადებული. რეგიონის მასშტაბით 12 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა და ათეულობით მათგანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |