სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისში მეკლამახეობის სექტორში ჩართულ პირთა ფორუმი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, მეკალმახე-ფერმერების და აღნიშნულ სექტორთან დაკავშირებული ბიზნეს-სუბიექტები ესწრებოდნენ. მხარეებმა სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესების, ახალი საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებისა და კალმახის საკვების იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.
ფორუმის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მეკალმახეობის სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეებს გაცნობოდა, მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს.
აღნიშნული ფორუმი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მეორე ღონისძიებაა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, რომელიც CARE International-თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა (RDA) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით იმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |