სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ შენობასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პანდუსი მოეწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარით დაფინანსდა.
დღესვე, შშმ პირებისადმი მიღძვნილი კვირეულის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და გამგებელმა სულხან მახათაძემ, ეტლით მოსარგებლე პირებს 13 სავარძელი გადასცეს. 2 შშმ პირს ეტლები იმერეთის გუბერნატორმა პირადად, საკუთარ სახლებში, მიუტანა.
ჭიათურის კულტურის სახლში ასევე, შშმ პირების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა და სპეციალური კონცერტი მოეწყო. ღონისძიებას იმერეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საჩუქრები მიიღეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, შშმ პირებმა 100 ლარიანი ერთჯერადი დახმარებაც მიიღეს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |