სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, შშმ პირებს ეტლები გადასცეს. ქუთაისში მცხოვრებ ბენეფიციარებს სავარძლები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის სოციალურ საკითხთა სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს. ამ ეტაპზე სავარძლებით 20 ადამიანი დაკმაყოფილდა. 2014 წელს კი პროგრამის ფარგლებში ეტლები იმერეთში მცხოვრებმა 250-მა ბენეფიციარმა მიიღო.
იმერეთის რეგიონში კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებიც გაიმართება. ეტლები გადაეცემა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებსაც. ხარაგაულში კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. ასევე, ამ ადამიანებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |