სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძრის გუმბათზე ქვის სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ხორციელდება, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურისა დ აავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკი 2 500 000 ლარით აფინანსებს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლევში უკვე დასრულდა 800 მ–იანი გზის მონაკვეთის მოასფალტება. რეაბილტირებული გზით 170 ოჯახზე მეტი ისარგებლებს, პროექტის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.
სოფელ საწირის საჯარო სკოლის ეზოში კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სტადიონი გაკეთდა. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 165 000 ლარი დაიხარჯა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება და კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, სპორტის სასახლის, რებილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი, სპორტის სასახლე 2016 წელს ამოქმედდება.
იმერეთის გუბერნატორმა ასევე, ტყიბულში მოქმედი ჩაის ფაბრიკა მოინახულა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |