სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში გამოფენა "საქართველოს პირველი რესპუბლიკა" გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამოფენა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებითა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით მოეწყო.
აღნიშნულ გამოფენაზე 1918–1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად იყო წარმოდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
"თიბისი ბანკის" გალერეაში დამთვალიერებელს ასევე, ეროვნულ არქივში დაცული იმ წერილობითი მასალებისა და ფოტოების ნახვის საშუალება ჰქონდა, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ სამწლიან პერიოდს ეხება. გამოფენაზე სულ 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია იყო წარმოდგენილი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |