სიახლეები

რეგიონული თათბირი ტყიბულში გაიმართა

25 ნოემბერი, 2015

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასვლითი რეგიონული თათბირი ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. მხარეებმა 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და 2015 წლის ა.ა.ი.პ. – ების დაფინანსების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები განიხილეს. 

თათბირზე ბერი ანდრიას სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მილედი ჩხვიმიანმა, დამსწრე საზოგადოებას ფონდი წარუდგინა და მისი საქმიანობა გააცნო. 
დღესვე, შეხვედრაზე ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პრეზენტაციაც გაიმართა. 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით მართავს.