სიახლეები

ვანში სახალხო დღესასწაული „გალაკტიონობა'' აღინიშნა

18 ნოემბერი, 2015

ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულ „გალაკტიონობასთან“ დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. ჭყვიშში, პოეტის სახლ-მუზეუმში, ლიტერატურული კომპოზიცია “არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“ გაიმართა. კომპოზიციაში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება იყო წარმოდგენილი. პოეტის იუბილეს შემეცნებითი ღონისძიება იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიუძღვნეს. "გალაკტიონობას" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, საქართველოს პარლამენტის წევრები, გამგებელი ზაზა ხურციძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესვე, ვანის ახლადრეაბილიტირებულ კულტურის ცენტრში თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები" გაიმართა. ვანის თეატრს კი, რომელსაც არსებობის 100 წლის ისტორია აქვს, მსახიობ კარლო საკანდელიძის სახელი მიენიჭა.