სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აკაკი წერეთლის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი გამოფენები და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქეთი მატაბელის ფოლიანტები - „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“; ასევე,მწერლის შესახებ შექმნილი საინფორმაციო ბანერებიდა გამოფენა სახელწოდებით „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“ დაეთვალიერებინათ. დღესვე, აკაკი წერეთლის ცხოვრებისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაციაცგაიმართა .
საღამო დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლში სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
2015 – იაკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. მწერლის გარდაცვალებიდან 100, ხოლო დაბადებიდან 175 წელი გავიდა. აკაკი წერეთლისსაიუბილეო თარიღი მთელი წლის განმავლობაში მრავალფეროვანი და მასშტაბურიღონისძიებებით აღინიშნა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |