სიახლეები

იმერეთის რეგიონის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში

16 ნოემბერი, 2015

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ქალაქ ტორუნში, იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იმერეთისა და კუიავსკო–პომორსკის რეგიონების მიმდინარე წლის აქტივობების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა იყო.

ტორუნში ასევე, ანსამბლი "ქართული ხმები" იმყოფებოდა. ქართულმა დელეგაციამ პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია კუიავსკო–პომორსკის რეგიონის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაშიც იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ტელე–ვიდეო აპარატურის მწარმოებელ ცნობილი კომპანიის "UMC"-ის ხელმძღვანელებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრები შედგა ასევე, რეგიონის უმსხვილეს ხორცის გადამამუშავებელ და ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში ბიზნესის წარმოებით არიან დაინტერესებულები.ისინი ერთობლივი პროექტის ფარგლებში მაისის თვეში ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვლენ.

რეგიონები ასევე, იმერეთის თეატრალურ ფესტივალში ტორუნის მუსიკალური თეატრის მონაწილეობის შესახებაც შეთანხმდნენ, რაც ფესტივალს კიდევ უფრო საინტერესოსა და მასშტაბურსგახდის. აღსანიშნავია, რომ კვლავ ძალაშია ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება რეგიონების ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის ინიციატორიცრეგიონის მარშალი პიოტრ ცოვბესკია.მომავალი წლის დასაწყისში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი,ორი თვის განმავლობაში კუიავსკო–პომორსკის რეგიონის ბრიუსელის ოფისშიიმუშავებს, სადაც ერთობლივი საპროექტო განაცხადები შემუშავდება, გაიმართება შეხვედრები ევროკავშირში სხვადასხვა ქვეყნების წარმოამდგენლებთან, რაც როგორც იმერეთის, ასევე მთლიანად ქვეყნის წარმოჩენისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აღნიშნულ ვიზიტსპოლონური მხარე დააფინანსებს.