სიახლეები

სტიქიამ თბილისი–სენაკი–ლესელიძის 206–ე კილომეტრი კვლავ დააზიანა

16 ნოემბერი, 2015

თბილისი–სენაკი–ლესელიძის 206–ე კილომეტრზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია. მდინარე "ჩხარას" ადიდების გამო გზის 20 მეტრიანი მონაკვეთი უკვე მეორედ ჩაინგრა. სტიქიის ზონაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უახლოეს დღეებში აღდგება.

იმერეთის რეგიონში სტიქიას 6 დღეა, რაც ებრძვიან. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ამ ეტაპზე უამინდობის გამო ზარალის დათვლა ვერ ხერხდება.