სიახლეები

ჯანსუღ კახიძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ქუთაისში

13 ნოემბერი, 2015

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. კონცერტზე ცნობილმა მომღერლებმა ვახტანგ კახიძის მუსიკა შეასრულეს კინოსა და თეატრისთვის, ასევე, სიმღერები და ჯაზ–ფოლკ კომპოზიციები.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი ქალაქ ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერიაა.